“არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება რთული და პირიქით, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ამ არჩევნების არ გვეშინია. ჩვენ პირნათლები ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 2012 წლიდან მოყოლებული”, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე და მათი გაერთიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხედავთ უკვე როგორი ღია დაპირისპირება მელიას, ხაბეიშვილს, სააკაშვილსა და სხვა ლიდერებს შორის. რატომ? იმიტომ რომ უნდა დაიწეროს პარტიული სია. სააკაშვილმა საერთოდ განაცხადა, რომ ყველა ახალი სახე უნდა იყოს. ანუ, ვინც მას ბოლომდ უერთგულა, შეიძლება ისინიც აღარ აღმოჩნდნენ სიაში“, - მიიჩნევს ბოჟაძე.