logo_geo
eng_logo
გიორგი შერმადინის შვიდი ქულა ბარსელონაში
- +

13 ნოემბერი. 2023. 00:47

 

 

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. კუნძულელები “ბარსელონას” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 83:94 დამარცხდნენ.

 

გუნდები ერთმანეთს თითქოს სამქულიანებში ეჯიბრებოდნენ, პერიმეტრიდან ორივემ მაღალი შედეგიანობით სტყორცნა. ტენერიფელებმა 13 სამიანი ჩააგდეს, მასპინძლებმა – 16. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი.

 

კანარელთა შორის ყველაზე შედეგიანმა კუკმა 18 ქულა მოაგროვა, ამდენივე ჰქონდა კატალონიელთა სნაიპერ პარკერს.

 

გიორგი შერმადინმა 18 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა ჩაიწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner