logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: 2009 წელს, როდესაც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკა შეიმუშავა, საქართველო საერთოდ ნახსენები არ იყო
- +

13 ნოემბერი. 2023. 00:59

 

 

თუ მაშინდელი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ იმსახურებდა, მაშინ რატომ არ გააფორმეს მასთან ასოცირების ხელშეკრულება? ერთადერთი რაც ამ გზაზე და მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა, ეს იყო 2009 წელი, როდესაც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკა შეიმუშავა 6 ქვეყანასთან მიმართებაში. საქართველო საერთოდ ხსენებაში არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მას ისაუბრა, ვინ, რა როლი შეასრულა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

 

„დავიწყოთ იმით, თუ როდის დაიწყო საქართველომ ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობა. ეს იყო ჯერ კიდევ 1992 წელი და მთელი დინამიკა, მათ შორის 2012 წლამდე და შემდეგ 2012-დან 2023 წლამდე.

 

თუ რამ ღირებული ნაბიჯი გადაიდგა არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ ნატოსთან მიმართებაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა. იგივე როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხალხთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, რადგან 2012 წელს ხალხმა გაუშვა ხელისუფლებიდან ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ევროპასთან კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა. თუ მაშინდელი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ იმსახურებდა, მაშინ რატომ არ გააფორმეს მასთან ასოცირების ხელშეკრულება? ერთადერთი რაც ამ გზაზე და მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა, ეს იყო 2009 წელი, როდესაც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკა შეიმუშავა 6 ქვეყანასთან მიმართებაში. საქართველო საერთოდ ხსენებაში არ ყოფილა. სად იყო უვიზო რეჟიმი? თავისუფალი ვაჭრობა, პერსპექტივა, ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი? ამას ხომ ყველა ხედავს. დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებით ჩავწერეთ ქვეყნის კონსტიტუციაში 78-ე მუხლი და მათი დავალებით ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის წვლილზე, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის მიღების საქმეში.

 

მისივე თქმით, ევროკომისიის 9რეკომენდაციაში ზოგიერთი პუნქტი მეორდება.

 

„12 პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციას შეეძლო შეესრულებინა, ეს იყო პოლარიზაცია. ესეც არ შეასრულეს და პირიქით, გააღრმავეს და იგი ჩვენ გადმოგვივიდა 9 რეკომენდაციაში“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner