logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარების თაობაზე: მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს პირობა 2022 წელს დადო, მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა და სტატუსის გარეშე დატოვეს
- +

13 ნოემბერი. 2023. 10:04

 

 

„როგორი ტუტუცი და ცოტა შტერია ეს აქუს ჯანგირა. თემა შემოაგდო, აქაოდა, ირაკლი კობახიძე სტატუსის შემთხვევაში ბარიერის დაწევის პირობას დებსო, მაგრამ ერთი „უმცირესი“ დეტალი დაუმალა საზოგადოებას - ამ პირობის თარიღი“, -  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „კავკასიის“ გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილებას იხსენებს.

 

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ რეალურად ეს პირობა  2022 წელს დადო, მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა და სტატუსის გარეშე დატოვეს.

 

„როგორი ტუტუცი და ცოტა შტერია ეს აქუს ჯანგირა. თემა შემოაგდო, აქაოდა, ირაკლი კობახიძე სტატუსის შემთხვევაში ბარიერის დაწევის პირობას დებსო, მაგრამ ერთი „უმცირესი“ დეტალი დაუმალა საზოგადოებას - ამ პირობის თარიღი. ახალ ამბად უნდა რომ გაასაღოს ჟურნალისტიკას ეს ვირიშვილური ტყუილი.

 

რეალურად ეს პირობა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2022 წელს დადო, მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა და სტატუსის გარეშე დაგვტოვეს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner