logo_geo
eng_logo
სოფელ თოგოიანის მისასვლელ გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

13 ნოემბერი. 2023. 11:04

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანის მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი და  საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  გაეცნენ.

 

პროექტი, რომელიც 1 075 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს, რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ჩაგელა“ ასრულებს.

 

სოფლის მისასვლელი გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, დაგებული ორფენიანი ასფალტი კი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner