logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: ქართველი გლეხისთვის რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია
- +

10 სექტემბერი. 2016. 17:21



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის აზრით, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება უმნიშვნელოვანესია და ქართველი გლეხისთვის რუსული ბაზარი უმნიშვნელოვანესია.




„პენსია ნამდვილად უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი და ის მიბმული უნდა იყოს ლარის კურსთან, რომ არ გაუფასურდეს. სოციალურად დაუცველებს უნდა ჰქონდეთ უფასო მედიკამენტები, სოციალური დაცვის გარანტიები, ახალგაზრდებს სწავლის გარანტიები, უმუშევრებს კი უნდა მიეცეს ექვსთვიანი უმუშევრობის შემწეობა და ამ ექვსი თვის მანძილზე ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს მას ღირსეული სამსახური. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე.

 

ვისაუბრეთ რუსეთის ბაზარზე, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ქართველი გლეხისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის. ვისაუბრეთ რუსეთთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და დამეთანხმებით, რომ არც ერთ ადამიანს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსეთთან არ გვინდა ურთიერთობა და უბლოკო სტატუსი არ გვინდა და NATO-ში გვინდა შესვლაო.

 

მე დავდივარ რაიონებში და ვხედავ ადამიანების განწყობას. ბუნებრივია, ჩვენს მოქალაქეებს უნდათ ყველა სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობა, დასავლეთთანაც, აღმოსავლეთთანაც, სამხრეთთანაც, მაგრამ მათ ნამდვილად მიაჩნიათ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და მე მათ ამ დარეგულირებას ვპირდები.

 

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე მოსახლეობა იქნება აქტიური, მხარს დაუჭერს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას" და აუცილებლად შემოხაზავს ნომერ სამს",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner