logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებზე: 100%-მდე მაინც დაგემრგვალებინათ, 102% რომ გამოიყვანეთ და ხალხს ნაცარს აყრით თვალებში
- +

13 ნოემბერი. 2023. 12:14

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით,  Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, კვლევა დავით კეზერაშვილის კაბინეტში დაიწერა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ პარტიების რეიტინგი ჯამურად 100 პროცენტზე მეტია.

 

„კვლევა რო დაგიწერიათ ბანდიტი კეზერას კაბინეტში, 100%-მდე მაინც დაგემრგვალებინათ, თქვე შობელძაღლებო, 102% რომ გამოიყვანეთ და ხალხს ნაცარს აყრით თვალებში.

 

ნეტა ჯარისგან ნაძარცვ ფულსაც ეგრე „წარმატებით“ ითვლის ეგ კრიმინალი?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner