logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძემ საკუთარ ამომრჩეველს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ ქადაგიძე წარუდგინა
- +

10 სექტემბერი. 2016. 17:22



დღეს ვაზისუბნის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, ვაზისუბნის საარჩევნო ოლქში საკუთარ ამორჩეველს  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ქადაგიძე წარუდგინა და მომავალ არჩევნებში წარმატება უსურვა, მოგეხსენებათ, ირაკლი აბუსერიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს,  კანონის მოთხოვნის შესაბამისად,  მან უარი თქვა საკრებულოს მანდატზე  და პარლამენტის წევრობისთვის განაგრძობს ბრძოლას. 

 

„ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც დამაკისრა „ქართულმა ოცნებამ", გამარჯვების შემთხვევაში ვაზისუბნის თითოეულ მცხოვრებს ვპირდები, რომ მუდამ   ვიქნები მათ გვერდით და 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ, რათა მათი ყოველი დღე უკეთესი გავხადო. ორშაბათიდან ვაზისუბნის მოსახლეობას  ვრცლად წარვუდგენ  ჩემს პროგრამას და გავაცნობ პრობლემების გადაჭრის გზებს", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner