logo_geo
eng_logo
ბათუმის ძველ ბულვარს ახალი სკვერი შეემატება
- +

13 ნოემბერი. 2023. 15:08

 

 

ძველ ბულვარში კოლონადას მიმდებარედ  ახალი სკვერი ეწყობა. სკვერის მოწყობის სამუშაოები  2 000  კვ.მ ფართობზე  უკვე მიმდინარეობს. საპროექტო ტერიტორიაზე  გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდება გარე განათება. ასევე, პროექტის ფარგლებში განთავსდება საბაღე და ხის სკამ-საქანელები. სკვერში არსებული უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ბიუსტების პიედესტალს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  კომპანია „როდა“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 124 ათას ლარს შეადგენს და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

 

ახალი სარეკრეაციო სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებული ტერიტორიის იერ-სახეს და დამატებითი მიზიდულობის ადგილს შექმნის ვიზიტორებისთვის. პროექტი  განაშენიანების გეგმის მიხედვით შემუშავდა სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“ შეთანხმებით.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner