logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: პაატა ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობა 2“-ია
- +

ავტორი ანა ფერაძე

10 სექტემბერი. 2016. 17:23



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „რეპორტიორთან" პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ხალხის  გასვლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას წევრები იმის გამო ტოვებენ, რომ არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა 2"-ში იყვნენ.



„ჩემთვის ერთმნიშვნელოვანია, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" „ნაციონალური მოძრაობა 2"-ია.  სააკაშვილი ცდილობს, ძველი ნაციონალებისგან შექმნას ახალი პარტია და ამ გზით მოიპოვოს ხმები, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას არ გაუჭირდება ამ ყველაფრის გაშიფვრა და სახეზე მივიღეთ ის, რომ დღეს ყველამ იცის, ვინ ვინ არის.

 

ადამიანებს, რომელთაც უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი აქვთ და უნდათ, წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობა 2"-ში დარჩნენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პაატა ბურჭულაძის პარტიას წევრები ტოვებენ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner