logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

13 ნოემბერი. 2023. 17:40

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.  შეხვედრაზე განიხილეს NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართულებები, კომიტეტსა და სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები.

 

„NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე NATO -საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა  ჰქონდა NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

შეხვედრას NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ კიუნელ ალბარაზი დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner