თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართულებები, კომიტეტსა და სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე NATO -საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ კიუნელ ალბარაზი დაესწრო.