logo_geo
eng_logo
ლელა ჩიქოვანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე NATO-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა
- +

13 ნოემბერი. 2023. 17:59

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს. ლელა ჩიქოვანმა დეპუტატებთან თავდაცვის სფეროში NATO-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა NATO-საქართველოს ურთიერთობის დადებითი დინამიკა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას და მიღწეულ პროგრესს. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

საკომიტეტო მოსმენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და დეპუტატები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner