logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა
- +

13 ნოემბერი. 2023. 18:29

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ჩეხეთის მხარდაჭერა, კერძოდ, ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი დამკვირვებლების, ასევე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)  გათვალისწინებულ ინიციატივებში ჩეხი ექსპერტის მონაწილეობაზე.

 

აღინიშნა, NATO-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, SNGP-ის ინიციატივებისთვის ჩეხეთის ფინანსური მხარდაჭერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ჩეხი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული დონის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 

შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის ატაშე  ვიცე-პოლკოვნიკი მიხალ სობარნა დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner