logo_geo
eng_logo
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
- +

13 ნოემბერი. 2023. 19:18

"ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, კლაუდია არპას შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

 

 

„პრაღის სამიტზე ჩვენ უკვე გვქონდა საინტერესო შეხვედრა ქალბატონ კლაუდია არპასთან, შესაბამისად, ავსტრიის დელეგაცია ინფორმირებული იყო საქართველოს პროგრესზე, ჩვენს სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. დღეს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რჩება ნომერ პირველ ამოცანად - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ავსტრია არის საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. ავსტრია, მისი ხელისუფლება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მადლობას ვუხდით ჩვენს ავსტრიელ მეგობრებს საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და იმ პოზიტიური ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებობს. ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მისიას, რათა ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

ავსტრიის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ნინო წილოსანი და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ქეთევან ციხელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner