ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა კობალაძემ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები შეაფასა.
„პარტიების მხრიდან მარტო დაპირებები საკმარისი არ არის. „ქართულ ოცნებას" აქვს შესაძლებლობა, ყველა ის დაპირება შეასრულოს, რასაც ხალხს აძლევს, სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით.
ამდენ ჭირვარამგამოვლილი ქართველი ამომრჩეველი, რომელსაც დაპირებები არ შეუსრულეს, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენი პარტია „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს", - განაცხადა კობა კობალაძემ.