logo_geo
eng_logo
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიებისა და აზარტული თამაშების შესახებ კანონში“ ცვლილებებზე იმსჯელა
- +

13 ნოემბერი. 2023. 20:25

„ლატარიებისა და აზარტული თამაშების შესახებ კანონში“ ცვლილებების შესახებ იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

როგორც პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, ცვლილების შედეგად კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასევე ჩაერთვება სამორინეს ორგანიზატორი, რითაც შესაძლებელი გახდება აღნიშნულ სისტემაში სხვა არსებულ ინფორმაციებთან ერთად დაგენერირდეს და გაკონტროლდეს სამორინეებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის განთავსებული ფსონების ჯამური თანხა, მოთამაშეებზე გაცემული თანხების რაოდენობა და სხვა, რაც შესაძლებელს გახდის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტურ კონტროლს.

 

 

მისივე თქმით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მიერ გამოგზავნილი კითხვარის ტექნიკური შესაბამისობის კუთხით შეფასებული რეკომენდაციის საფუძველზე.

 

 

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ სათამაშო ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

 

 

განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმ დათქმით, რომ მეორე განხილვამდე კერძო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner