logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს უფლება მისცა, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მსგავსი ტიპის სიტყვები გამოეყენებინა
- +

13 ნოემბერი. 2023. 20:26

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს მისცა უფლება, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მსგავსი ტიპის სიტყვები გამოეყენებინა.

 

 

მისი თქმით, დაუშვებელია, ქვეყანაზე, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა აქვს საქართველოს, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდეს.

 

 

დაუშვებელია, ქვეყნის მიმართ, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს უფლება მისცა, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მსგავსი ტიპის სიტყვები გამოეყენებინა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

 

 

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს LCI-სთან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner