logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებზე: როცა მოგინდება, რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა სამჯერ გაუზარდო შენს კვლევაში რეიტინგი, მერე აუცილებლად აიჭრები
- +

13 ნოემბერი. 2023. 21:21

"როცა მოგინდება, რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა, სამჯერ გაუზარდო შენს კვლევაში რეიტინგი, მერე აუცილებლად აიჭრები," - ასე გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძე „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებს.

 

 

მისივე თქმით, 102 %-ს რომ დაწერ და ელემენტარულად ვერ დაიანგარიშებ, ეს საშინელ აგონიას ნიშნავს, სიყალბესთან ერთად.

 

 

„მაგალითად, როცა მოგინდება, რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა, სამჯერ გაუზარდო შენს კვლევაში რეიტინგი მერე აუცილებლად აიჭრები. ასე აიჭრა ამ კვლევის ავტორი და დაუწერეს სამჯერ მეტი რეიტინგი გახარიას. სხვათა შორის, გამიკვირდა, რომ თავად „ნაცმოძრაობას“ დაახლოებით, რაც ინფორმაცია მაქვს ჩვენი ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, იგივე მონაცემები აქვს, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ყველა დანარჩენს მოუმატეს და „ნაცმოძრაობას“ დაუწერეს დაახლოებით, ცდომილების ფარგლებში რაც აქვს. „ქართულ ოცნებას“ რაც ჩამოაკლეს ყველაფერი გადაანაწილეს გულუხვად და ამასობაში აირივნენ პროცენტებში და 100 არ უდრის 102-ს. ჩემს ერთ კოლეგას უთქვამს, რა გაუჭირდათ მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვეს და ერთი კალკულატორი ეყიდათო და მართალია. 102 %-ს რომ დაწერ და ელემენტარულად ვერ დაიანგარიშებ, ეს საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად. ამ მასშტაბის სიყალბეს როცა სჩადიხარ ვეღარ ალაგებ. როდესაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე დაახლოებით 4% ბარიერგადაულახავი პარტიების ანგარიშზე იყო, აქ სხვა პრობლემებია, ასე სერიოზულად ჩაყოლაც კი არ ღირს იმხელა აბსურდთან გვაქვს საქმე და იმხელა სიგიჟე, სისულელე მოუვიდათ მანიპულაციის დროს, რომ 100% ვერ დათვალეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner