logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს
- +

13 ნოემბერი. 2023. 21:22

"სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მსამწუხაროა, რომ მთავრობას სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო თავის მართლება უწევს.

 

 

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხით, ქმედებებით თუ საუბრით. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა, პრემიერ-მინისტრს და ჩვენ. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, რადგან იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხზე, მთელ მსოფლიოს რომ დავანახეთ, ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ჩვენი მხრიდან ეს დაფიქსირდა, გახმოვანდა, ამით ხაზი გავუსვით ამ დარღვევის მნიშვნელობას, ეს რომ არ ყოფილიყო, ათასჯერ უარეს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უხერხულ და საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს მთავრობას და ხალხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner