"ვფიქრობ, ვასწორებთ დიდ პოლიტიკურ შეცდომას, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვებით დავუშვით," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ მისცა ბიძგი გაფართოებას, პროცესი არის ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ მისცა ბიძგი გაფართოებას, პროცესი არის ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო, დამსახურებაზეა დაფუძნებული და კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ ბედნიერები ვართ, ვიხილოთ არა მარტო უკრაინა და მოლდოვა, არამედ საქართველოც. ვფიქრობ, ვასწორებთ დიდ პოლიტიკურ შეცდომას, რომელიც დავუშვით რამდენიმე თვის წინ საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვებით და ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვართ“, - აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.