"ევროკავშირმა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულიად ახალი რეალობაა დღეს ევროკავშირში,"- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს ფორმატი ევროკავშირში ინტეგრაციის დასაჩქარებლად.
„ევროკავშირმა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულიად ახალი რეალობაა დღეს ევროკავშირში. რა თქმა უნდა მსჯელობა მიდის ძალიან ბევრ დონეზე, ინსტიტუტებში, წევრ ქვეყნებს შორის, ევროპარლამენტში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაგრძელება. დღეს ჩვენ არაერთი იდეა მოვისმინეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ექნება ევროპარლამენტის მხრიდან არჩევნებს, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს ფორმატი ევროკავშირში ინტეგრაციის დასაჩქარებლად. თუმცა, მეორე მხრივ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის კონტექსტში ევროკავშირი იყოს წარმოდგენილი რეგიონში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.