logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ვისურვებდით, რომ სულ მალე საქართველო წარმოდგენილი იყოს ევროპარლამენტში, როგორც სრულუფლებიანი წევრი
- +

13 ნოემბერი. 2023. 22:50

"ვისურვებდით, რომ სულ მალე საქართველო წარმოდგენილი იყოს ევროპარლამენტში, როგორც სრულუფლებიანი წევრი," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

 

 

„ის ფორმატი, რა ფორმატშიც ახლა ვიკრიბებით, „ევრონესტის“ ფორმატი, კიდევ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღევანდელ განხილვებში საკომიტეტო მოსმენებზე ვისაუბროთ სწორედ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია იმ რეფორმებთან, ეს იქნება დემოკრატიის თუ ეკონომიკური კუთხით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ასევე, იმ ამბიციურ გეგმებთან, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ევრონესტის“ სამომავლო ფორმატს ვისურვებთ, რომ სულ მალე საქართველო წარმოდგენილი იყოს ევროპარლამენტში, როგორც სრულუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner