"საბოლოოდ, ურთიერთობებში მივედით იმ მდგომარეობასთან, როდესაც ევროკავშირის გაფართოება თანაბრად მნიშვნელოვნად აღიქმება როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ სწორი ხედვა არსებობს ევროკავშირის მხრიდან.
„ძალიან კარგია, რომ სწორი ხედვა არსებობს ევროკავშირის მხრიდან და ეს რა თქმა უნდა განაპირობებს ჩვენს იმედიანად ყოფნას, იმ თვალსაზრისით, რომ კონსტრუქციული, კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობები გაჩნდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს მოიტანს სწრაფად მოძრაობის შესაძლებლობას ევროკავშირის მიმართულებით“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.