ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.
"ჰამასს" არ აქვს ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვითი ძალები. "ცაჰალი" წინ მიიწევს. "ჰამასის" ორგანიზაციამ დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს "ჰამასის" ბაზებს. მათ [მოსახლეობას] არ აქვთ ნდობა ხელისუფლების მიმართ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
"ჩვენ ვმუშაობთ [დასახული] ამოცანების მიხედვით. წამზომი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მიზნები. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს", - დასძინა იოავ გალანტმა.