„დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჰერდის თორგეირსდოტირის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„შიდა ზეწოლას რაც შეეხება, ჩვენ ყველანი ამის მომსწრეები გავხდით - პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც იქნა გაჟღერებული, დამტკიცდა, რომ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, თავად მოსამართლეები საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იქნა გამოყენებული", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას, კალაძის თქმით, ეს არ დამტკიცდა.
„ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი და მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ.