logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება
- +

10 სექტემბერი. 2016. 18:20


„დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჰერდის თორგეირსდოტირის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

„შიდა ზეწოლას რაც შეეხება, ჩვენ ყველანი ამის მომსწრეები გავხდით - პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც იქნა გაჟღერებული, დამტკიცდა, რომ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, თავად მოსამართლეები საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იქნა გამოყენებული", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას, კალაძის თქმით, ეს არ დამტკიცდა.


„ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი და მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner