ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 11 240-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო The Guardian-ი ავრცელებს.
დამოუკიდებლად გადაუმოწმებელი მონაცემების თანახმად, 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ღაზაში 11 240 ადამიანი დაიღუპა, აქედან 4 630 - ბავშვია.
25 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.
7 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს დაღუპულთა რიცხვის გაბერვის გამოცდილება აქვს.