საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია.
"დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გააჟღერეს. უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებით არ დავიღლებით", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.