logo_geo
eng_logo
დმიტრო კულებამ ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა
- +

14 ნოემბერი. 2023. 00:44

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.

 

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების დრო უნდა შემცირდეს.

 

 

"ჩვენ მადლობელნი ვართ ყველა გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ მშვიდობის ფონდის ფარგლებში მერვე ტრანშის მიღებას და ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში სპეციალური ფონდის შექმნას 20 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინის დასახმარებლად. ასევე მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ევროკავშირის ერთობლივი გეგმის განხორციელება მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner