უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უნდა მოემზადოს ზამთარში რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის.
"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ მტერი გაზრდის დრონების გამოყენებით ან სარაკეტო დარტყმების რაოდენობას ჩვენს ინფრასტრუქტურაზე", - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
"მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე - ყველაფერზე, რაც ჩვენს ხალხს ზამთრის გადალახვაში დაეხმარება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.