საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხი ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკის შესახებ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში იყო, რომლითაც ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მინისტრმა ელჩებს მიულოცა ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აღნიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და სამინისტროს ცენტრალური აპარატის განსაკუთრებული როლი ამ პროცესში.
შეხვედრაზე განიხილეს ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ ჩასატარებელი ღონისძიებები. განისაზღვრა, როგორც სამინისტროს, ისე დიპლომატიური მისიების სამოქმედო გეგმები და ამოცანები.