logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: არანაირი რეალური აუცილებლობა ამ ბარიერის შეცვლისა, რომელიც კონსტიტუციაშია უკვე ასახული, არ არსებობს
- +

14 ნოემბერი. 2023. 10:04

 

 

„არანაირი რეალური აუცილებლობა ამ ბარიერის შეცვლისა, რომელიც კონსტიტუციაშია უკვე ასახული, არ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და მომავალმა პარლამენტმა, სწორედ პროპორციული სიით არჩეულმა პარლამენტმა უნდა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტში არ მივიღოთ სრული ქაოსი და გვქონდეს პასუხისმგებლობის მატარებელი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე თან, როდესაც ოპოზიცია იძახის, რომ ისინი მზად არიან, ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე 100 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ. ეს არის მორიგი სპეკულაცია და პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არა ვიწრო, დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების ეგოიზმზე უნდა ეწყობოდეს, არამედ პირიქით, უნდა ორიენტაცია ხდებოდეს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ, თავიანთი სოლიდურობით, სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner