logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში - 24-საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ თავისი განცხადებებით არ დააზიანოს სახელმწიფო
- +

14 ნოემბერი. 2023. 10:16

 

 

სამწუხაროდ, ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში - 24 საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ არ დააზიანოს თავის განცხადებებით საქართველოს სახელმწიფო თუნდაც ბოლო განცხადება ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ამაზე მეტყველებს, რომ არ შეიძლება, ის ფუნქციები, რაც გააჩნია ზურაბიშვილს, იყოს რელევანტური ამ ადამიანისთვის“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

"ჩვენ ვიცოდით და საზოგადოება ახლა ხვდება, თუ რატომ არ უშვებდა მშობელი, ანუ მთავრობა, ამ პატარა ბავშვს, ზურაბიშვილს ასანთით ხელში უცხოეთში. ახლა ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ჩინეთთან უნდა დაამყარონ კარგი ურთიერთობები და ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა გასამართლდეს ჩინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი. ეს არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ყველაფერი გააკეთა მან, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, რომ დაეზიანებინა ქვეყანა და ახლა, როგორც სუბიექტი, აზიანებს საკუთარ თავს და თუ მალე გაჩერდება, უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს, როგორც პიროვნება" - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის მიერ შინაარსობრივი კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადება, რომელზეც ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ბოდიშების მოხდა უწევს - ზურაბიშვილის ნათქვამის გამო სინანული ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჩინეთის ელჩთან გამოხატა, რომელსაც ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა. პრემიერი პრეზიდენტის ფრაზას კატეგორიულად მიუღებელს და შემაშფოთებელს უწოდებს და იმედოვნებს, რომ მისი გამონათქვამი გავლენას არ მოახდენს და არ დააზარალებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს მათი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს და მას ოპოზიციონერ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner