logo_geo
eng_logo
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო ნიუ-იორკში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine“ იყო წარმოდგენილი
- +

14 ნოემბერი. 2023. 10:29

 

 

ქვევრის ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია და მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.

 

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს,  წარმოების უძველეს ტრადიციებს,  ღვინის კულტურასა და ისტორიას.

 

ქართველი მეღვინეების განცხადებით, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

 

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

 

გამოფენაზე „RAW Wine“  მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.  გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner