logo_geo
eng_logo
„ჯარის მიუკერძოებლობა, გენშტაბის აპოლიტიკურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი დემოკრატიული რეფორმებისთვის“
- +

10 სექტემბერი. 2016. 18:23



„მოხდება მაქსიმალურად ინსტიტუციონალიზაცია გენერალური შტაბის და კარიერულ საფუძველზე ოფიცრების დაწინაურება", - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს მმართველი გუნდი სამოქმედო პროგრამაში იმ ჩანაწერით, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგეგმება თადაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა.

 

„ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული პროგრამის ამ ნაწილის შემუშავებაში. შესაბამისად, ის რაც პროგრამის ფარგლებშია ჩამოყალიბებული, ეს არის ერთიანი გუნდის ხედვა. თავიდანვე, როცა პრემიერმა წარმადგინა ამ უწყებაში განვაცხადეთ, რომ ჯარის მიუკერძოებლობა, გენშტაბის აპოლიტიკურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი დემოკრატიული რეფორმებისთვის. მოხდება მაქსიმალურად ინსტიტუციონალიზაცია გენშტაბის, მოხდება კარიერული პრინციპის საფუძველზე ოფიცრების დაწინაურება, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური და პოლიტიკური ელემენტი", - განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ მომზადებულია სამინისტროს განვითარების სტრატეგია, რაც საზოგადოებისთვის განხილვების შემდეგ გახდება ცნობილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner