logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტის ახირებული, დამაზიანებელი ქმედების გამო, ჩვენი მხრიდან, ბოდიშის მოხდაც კი მოგვიწია
- +

14 ნოემბერი. 2023. 11:22

 

 

„კიდევ ერთხელ, ნათლად გამოიკვეთა, თუ რამდენად სახიფათოა და პირდაპირ დამაზიანებელია პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის გაცხადებული კურსიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ფაქტობრივად, იძულებულები გავხდით, გარკვეული ახსნა-განმარტების და ჩვენი მხრიდან, გარკვეულწილად, ბოდიშის მოხდაც კი მოგვიწია პრეზიდენტის ქმედებებიდან გამომდინარე. ეს კიდევ ერთხელ, ნათლად უჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი იყოს ერთი მთლიანი და რამდენად დამაზიანებელია პრეზიდეტის ეს ახირებული ქმედება ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ფრანგული ტელეკომპანია „ელ-სი-აი“-სთვის მიცემული ინტერვიუ, უკვე მეორე დღეა, საქართველოში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იმედოვნებთ თუ არა რომ პუტინი და სი ძინპინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner