logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ამ ხელისუფლებას აქვს როგორც მონდომება, ასევე ძალიან კარგი ისტორია შესრულებული საქმეებისა და რეკომენდაციების
- +

14 ნოემბერი. 2023. 11:50

 

 

ფაქტია, რომ წლების განმავლობაში, ოპოზიცია ყიჟინებდა ხმამაღლა, რომ ''ქარული ოცნების'' პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ უაღრესად მნიშვნელოვან შედეგებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

"მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ მიაღწია უვიზო მიმოსვლას, ეკონომიკურ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმებას და დღეს უკვე პოზიტიური და დადებითი რეკომენდაცია გვაქვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ფაქტი ცხადდება, რომ ამ ხელისუფლებას აქვს როგორც მონდომება, აქვს ასევე ძალიან კარგი ისტორია შესრულებული საქმეების და რეკომენდაციების. იმისათვის, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს პოლიტიკური აქტუალურობა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი არ მუშაობს საზოგადოებაში, ვერ ხვდებიან ამ საკითხს, იმიტომ, რომ პასუხი ამ ნარატივს ჩვენმა საზოგადოებამ უკვე არაერთხელ გასცა. და ეს გაცემული პასუხი გამოიხატებოდა ყველა არჩევნებზე ქართული ოცნების გამარჯვებაში" - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner