თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება ალ-შიფა დაცული უნდა იყოს.
ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტზეა ისრაელთან და მან იმედი გამოთქვა, რომ ნაკლებად მოხდება შეხება ჰოსპიტალთან.
„საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ბოლო დღეების განმავლობაში ალ-შიფასთან ბრძოლა ინტენსიურად გრძელდება, ხოლო ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
„ბევრმა ქვეყანამ მოითხოვა ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პაუზები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა მოხდეს“, - წერს მედიასაშუალება.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელი დაიწყებს ყოველდღიურ ოთხსაათიან სამხედრო პაუზებს ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში.
13 ნოემბერს ისრაელის სამხედროებმა რუკა გამოაქვეყნეს, სადაც ე.წ. ჰუმანიტარული პაუზებისთვის ნაჩვენებია 8 ლოკაცია.