logo_geo
eng_logo
ბაიდენი ამბობს, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალი დაცული უნდა იყოს
- +

14 ნოემბერი. 2023. 12:17

 

 

თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება ალ-შიფა დაცული უნდა იყოს.

 

ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტზეა ისრაელთან და მან იმედი გამოთქვა, რომ ნაკლებად მოხდება შეხება ჰოსპიტალთან.

 

საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

 

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ბოლო დღეების განმავლობაში ალ-შიფასთან ბრძოლა ინტენსიურად გრძელდება, ხოლო ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

 

ბევრმა ქვეყანამ მოითხოვა ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პაუზები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა მოხდეს“, - წერს მედიასაშუალება.

 

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელი დაიწყებს ყოველდღიურ ოთხსაათიან სამხედრო პაუზებს ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში.

 

13 ნოემბერს ისრაელის სამხედროებმა რუკა გამოაქვეყნეს, სადაც ე.წ. ჰუმანიტარული პაუზებისთვის ნაჩვენებია 8 ლოკაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner