logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყანა, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონი, აქვთ კონკრეტული ინტერესები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესებთან
- +

14 ნოემბერი. 2023. 13:04

 

 

“წარმოუდგენელი მგონია ოპოზიციასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლარიზაციის შემცირება, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან, თუმცა გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები, იყო შეურაცხყოფები, ყველანაირად ხელის შეშლა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

კალაძის თქმით, არანაირი თანამონაწილეობა რეფორმებში, ცვლილებებში რადიკალურ ოპოზიციას არ მიუღია.

 

იყო სირბილი ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების წინაც იგივე იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე მიდიოდა საუბარი, იგივე იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე როდესაც მიდიოდა საუბარი. სამწუხაროა, წარმოუდგენელია. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, მათ ზოგადად არ აინტერესებთ ქვეყანა. ისინი არ ეკუთვნიან ამ ქვეყანას. ისინი არც თავიანთ ოჯახს ეკუთვნიან. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონი, ჰყავთ მფარველები, აქვთ კონკრეტული ინტერესები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner