logo_geo
eng_logo
ჟან-ივ ლე დრიანი: ბათუმში უახლოეს მომავალში ფრანგული ხომალდი ჩამოდგება
- +

10 სექტემბერი. 2016. 18:26



საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბათუმშ ფრანგული სამხედრო ხომალდი ჩამოდგება.


„ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვგეგმავთ შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობის გაზრდას. ბათუმში ჩამოდგება სამხედრო ხომალდი. ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობით გამსჭვალულ ისტორიულ პარტნიორობას", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ასევე დაგეგმილია საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner