logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველა კვლევაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი, რაც შეეხება ოპოზიციას, ბოლო კვლევებით, „ნაცმოძრაობას“ აქვს 20% ან ნაკლები და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას
- +

14 ნოემბერი. 2023. 13:29

 

 

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ პარტიულად დავუკვეთოთ კვლევები შესაბამის ორგანიზაციებს და ჩვენი მონაცემების მიხედვით, არის შემდეგი სურათი: ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩატარებულა, სადაც შეიძლება გვქონოდა 50%-ზე ნაკლები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცადა.

 

როგორც კობახიძემ განმარტა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მმართველ პარტიას 50 პროცენტზე მეტი ჰქონდა, ხოლო, ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს 20 პროცენტი, დანარჩენი პარტიები კი ბარიერს მიღმა რჩებიან.

 

ყველა კვლევაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი. 55%-ზე მეტი იყო ჩვენი რეიტინგი უმეტეს შემთხვევაში, რასაც საბოლოო ჯამში არჩევნებზე ნახავს საზოგადოება. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობა“ არის 20% ან ნაკლები ბოლო კვლევების თანახმად და ვერც ერთი სხვა პარტია, დღევანდელი  მონაცემებით ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას, თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო  მეტად გაიზარდოს საარჩევნოდ და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner