logo_geo
eng_logo
დავით ზილფიმიანი: როცა აღარ იარსებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც საარჩევნო სუბიექტი, მივიღებთ კოალიციურ მთავრობას არჩევნების გზით
- +

14 ნოემბერი. 2023. 14:28

 

 

როცა აღარ იარსებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც საარჩევნო სუბიექტი, მივიღებთ კოალიციურ მთავრობას არჩევნების გზით“, - ეს განცხადება დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

ქართული პოლიტიკის რეალობაში ისეა აზელილი ტყუილ-მართალი, ამაში მისი უდიდებულესობა – ქართველი ხალხის გარდა ვერავინ ერკვევა და მადლობა ღმერთს ეს ასეა.

 

გვახსოვს ამასწინათ მთავრობას და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება, პირველივე დღეს, როცა ეს მოხდა ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა სიმპატია და პრეზიდენტის დაცვის სურვილი.

 

ამის ფონზე, ყოფილმა პრეზიდენტმა ხელიდან არ გაუშვა ეს შანსი და განაცხადა ეს ივანიშვილის სცენარიაო. კარგით არ იყო სარწმუნო პრეზიდენტის ქმედება ამ ნაწილში და ზუსტად იგივე საკითხზე, ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი წარმომადგენელი, სინდისზე აგდებს პრეზიდენტს და ეუბნება, გამოვუშვათ ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი.

 

იქნება ერთმანეთში შეთანხმდეთ, რა პირით მიდის თხოვნა პრეზიდენტის შეწყალებაზე პრეზიდენტთან, რომელიც ამბობს, რომ კონფლიქტი არის თურმე დადგმული სცენარი. ამაში გაერკვია ხალხი და სჩანს, როგორც მიდის ეს ამბავი.

 

მთავარ ოპოზიციურ ძალას დეკლარირებული აქვს ის ნაწილი რომ მათი ამოსავალი წერტილი არის „ქართული ოცნების“ შეცვლა. მინდა ვიკითხო, „ქართული ოცნების“ შეცვლაა მთავარი, თუ ერთხელ უკვე ხელმძღვანელობაში ყოფნით განცდილი სიამოვნების დაბრუნება?

 

თუ დემოკრატიული და მრავალპარტიული ხელისუფლება გვინდა, ამის გზა არც რევოლუციაა და არც მოლოტოვის კოქტეილი. გამოაცხადეთ პარტიის თვითლიკვიდაცია და როდესაც აღარ იარსებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საარჩევნო სუბიექტი, დარწმუნებული იყავით კოალიციურ მმართველობას მივიღებთ არჩევნების საშუალებით.”- განაცხადა ზილფიმიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner