logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ცოტა მაინც არ გრცხვენიათ, რომ ოთხი წელი ჰაერის გაფუჭების მეტი არაფერი გიკეთებიათ და ახლა, მათხოვრობთ დაბალ ბარიერს?!
- +

14 ნოემბერი. 2023. 14:39

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, „იმედის“ დაკვეთით „GORBI-ს“ მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგს გამოეხმაურა.

 

ქადაგიძე ოპოზიციას ურჩევს, კამერების წინ ყელყელაობას სჯობს, საქმით დაანახონ ხალხს, რისი გამკეთებელი არიან, შესაბამისად მიიღონ მანდატები

 

„აი, ამ ოპოზიციიდან ხუთი სუბიექტი პარლამენტშია. „ნაცმოძრაობა“ რა ნაგავიცაა, ყველამ ვიცით, მაგრამ „ლელოს“, „გახარისტებს“, „გირჩებს“ და „ელისაშვილებს“ ცოტა მაინც არ გრცხვენიათ, რომ ოთხი წელი ჰაერის გაფუჭების მეტი არაფერი გიკეთებიათ და ახლა, მათხოვრობთ დაბალ ბარიერს?! აი, ეს მოიტანა უბარიერო სისტემამ, რომ არაფრის მაქნისი, უბადრუკი პოპულისტებით გადაივსო პარლამენტი და ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მოახერხეს საზოგადოების ნდობის მოპოვება, რომ მინიმალური ზღვარი გადალახონ. ამიტომაც, ეს ბალასტი არ ესაჭიროება საზოგადოებას და არანაირი დაბალი ბარიერი! ნება იბოძეთ და კამერების წინ ყელყელაობას ჯობია, საქმით დაანახოთ ხალხს, რისი მაქნისები ხართ, რომ შესაბამისად მიიღოთ მანდატები. არ მოინდომეს იოლი მანდატები, ამ პარაზიტებმა?!“ - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner