logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: რადიკალებში თითოეულ პარტიას რომ ჰკითხოთ, ხელისუფლება უნდა გადაიბარონ და ამ დროს 5 %-იანი ბარიერის გადალახვაზე წუწუნებენ
- +

14 ნოემბერი. 2023. 15:27

 

 

“ამ რადიკალებში თითოეულ პარტიას რომ ჰკითხოთ, ხელისუფლებაში, უმრავლესობაში მოდიან, ხელისუფლება უნდა გადაიბარონ და ამ დროს, 5 %-იანი ბარიერის გადალახვაზე წუწუნებენ”, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, არანაირი კოალიცია არ იქნება, ამის საფუძველი არ არსებობს.

 

ქალბატონმა სალომემ ამ საკითხზეც [ბარიერზე] ისაუბრა, ეტყობა ერთი მესიჯი, მცდელობა აქვთ, რაღაცნაირად საზოგადოება კოალიციურ მთავრობას შეაჩვიონ. არანაირი კოალიცია არ იქნება, ამის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ამას არჩევნებზე ქართველი საზოგადოება წყვეტს, მაგრამ რა განწყობებიც, რეზულტატებიც არის ამ კვლევებში, არსად ფიქსირდება, რომ კოალიცია ემუქრება ამ ქვეყანას და არ სჭირდება. შემდეგ არჩევნებზე ჩვენ მყარი უმრავლესობით მოვდივართ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner