logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მომავალში საკონსტიტუციო სასამართლო ღირსეული იქნება
- +

10 სექტემბერი. 2016. 18:36



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ იმ გაუგებრობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს იყო, ლომის წილი გიორგი პაპუშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას" მიუძღვის.


„ძალიან არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა და ამაში პირადად დარწმუნებული ვარ და შემიძლია დავადასტურო კიდევაც, ისევე როგორც არაერთ ჩემს კოლეგას განუცხადებია, ლომის წილი ამ გაუგებრობებში, ამ მანიპულაციებში მიუძღვის გიორგი პაპუაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის" გავლენას ამ ორგანოზე. ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება",- აღნიშნა ვოლსკიმ.

 

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას.

 

„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს, ირინა იმერლიშვილს უკეთ ვიცნობ, რასაკვირველია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მონაცემების ადამიანი, ამ ინტელექტის მქონე ადამიანები პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში და იმ ატმოსფეროს შექმნაში, რასაც კანონიერების სადარაჯოზე დგომა ჰქვია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner