logo_geo
eng_logo
ზესტაფონში იუსტიციის სახლის რიგით 118-ე ახალი ფილიალი იხსნება
- +

14 ნოემბერი. 2023. 17:44

 

 

ამ წუთებში ზესტაფონში იუსტიციის სახლის რიგით 118-ე ახალი ფილიალი იხსნება. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

 

იუსტიციის სახლის ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც, სპეციალურ სარიტუალო სივრცეში.

 

ზესტაფონის იუსტიციის სახლში 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი, იუსტიციის მობილური სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობას ყველა მათთვის საჭირო სერვისს მიაწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner