„თუ ადამიანები თავის თავში ჩაიხედავენ, დაუკვირდებიან რა ნაბიჯებს დგამენ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში თუ დაუკვირდებიან იმას რა აკეთეს 4-წლიანი ციკლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში, მის ფარგლებს მიღმა, მარტივად მიხვდებიან თავიანთი მარცხის გამომწვევ მიზეზებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე ვფიქრობ ეს კვლევა პირდაპირ უსვამს იმას ხაზს, რაც ისედაც ყველამ კარგად იცოდა, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს. ყოველგვარი კვლევისა და დიდი განსჯის გარეშეც შეიძლება ეს წინასაარჩევნო მოლოდინები აღიქვას დაკვირვებულმა თვალმა და მითუმეტეს აღიქვას და შეიგრძნოს დაკვირვებულმა პოლიტიკოსმა. ძალიან ბევრი ადამიანი, ოპოზიციიდან ამას ხშირ შემთხვევაში ირონიულად უყურებს, უფრო მეტსაც გეტყვით, აგდებითაც კი უყურებს ამ ციფრებს, ოღონდ შემდეგ, როცა მოვა არჩევნები და შედეგები დაფიქსირდება, დაისადგურებს ხოლმე მათ შორის ძალიან დიდი იმედგაცრუება და რა თქმა უნდა ყველა ისარი შემდეგ მოდის ხოლმე ხელისუფლებისკენ. არადა თუ ადამიანები თავის თავში ჩაიხედავენ, დაუკვირდებიან რა ნაბიჯებს დგამენ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, თუ დაუკვირდებიან იმას, რა აკეთეს 4-წლიანი ციკლის მანძილზე საქართველოს პარლამენტში, მის ფარგლებს მიღმა, მარტივად მიხვდებიან თავიანთი მარცხის გამომწვევ მიზეზებს. მაგრამ სამწუხაროდ ამით არავინაა დაკავებული და არავის უნდა ჩაუღრმავდეს იმ გამომწვევ მიზეზებს, რის წინაშეც დადგებიან ხოლმე ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები არჩევნებიდან არჩევნებამდე“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.