logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ამ დროიდან წამოვიდა ეს მოარული ხმები, რომ ბურჭულაძეს კავშირები აქვს შავი სამყაროს წარმომადგენლებთან
- +

ავტორი ანა ფერაძე

10 სექტემბერი. 2016. 18:39



„სტრატეგიული მართვის  ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას პაატა ბურჭულაძის პარტიიდან წევრების წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლაგაზიძემ თქვა ის, რაც დაინახა. როგორც მამრაძემ აღნიშნა, არის მოსაზრება, რომ პაატა ბურჭულაძეს კავშირი აქვს შავი სამყაროს წარმომადგენლებთან, რადგან ბევრი იხსენებს იმას, რომ ტარიელ ონიანის ვაჟმა და პაატა ბურჭულაძის ნათლულმა ვენაში დავით სანიკიძე მოკლეს. მაშინ მათ უვადო პატიმრობა მიიღეს, პაატა ბურჭულაძის შვილმა კი. რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა. 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.



„ვფიქრობ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ თქვა ის. რაც საკუთარი თვალით ნახა. პირველი განცხადებიდანვე ჩანდა, რომ არავითარი რეალური პროგრამა ამ პარტიას არ ჰქონდა.

 

აქტივისტებს დაჰპირდნენ, რომ თუ იმუშავებდნენ, ფულს მისცემდნენ, მაგრამ  ეს თანხა არ მისცეს და ამ დროს ბატონი პაატა ევროპაში მეუღლესთან ერთად შვიდვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. მე ამის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ რადგან ამ პარტიის აქტივისტები ამას იჯერებენ და პარტიას ტოვებენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ნდობას აღარავინ უცხადებს.

 

ყოფილი ნაციონალების შეერთებით კი საბოლოოდ დაკარგა ნდობა. ლაგაზიძის თქმით, მას ჰქონდა გარანტია, რომ ნაციონალების ნარჩენებისგან შექმნილ პარტიაში არ შედიოდა, მაგრამ ნელ-ნელა ბურჭულაძემ პარტიის გაყიდვა დაიწყო და მათი გზებიც გაიყარა.

 

პაატა ბურჭულაძე, როგორც საოპერო მომღერალი, ყველას უყვარს, მაგრამ სულ სხვაა პოლიტიკური ლიდერობა. ამის გამო ხმას არავინ არ მოგცემს.

 

ბევრი იხსენებს იმას, რომ როდესაც ტარიელ ონიანის ვაჟმა და პაატა ბურჭულაძის ნათლულმა ვენაში დავით სანიკიძე მოკლეს, მაშინ მათ უვადო პატიმრობა მიიღეს, პაატა ბურჭულაძის შვილს, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ დროიდან წამოვიდა ეს მოარული ხმები, რომ ბურჭულაძეს კავშირები აქვს შავი სამყაროს წარმომადგენლებთან.

 

ბურჭულაძის ცხოვრებაში ასეთი მომენტებიც არსებობს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner